GM 450 ათას ახალ ყველგანმავალს მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემების გამო უკან გამოიწვევს. აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ავტო გიგანტი მილიონ ნახევარ ავტომფლობელს შეაწუხებს. მიზეზი ელექტრონიკის ხარვეზია, რომლის გამოც შესაძლოა სამუხრუჭე სითხე დაიღვაროს და თან შესაბამისი ნიშანიც არ აინთოს. დეფექტი ეხება General Motors-ის კონცერნში შემავალი ყველა ბრენდის დიდ პიკაპსა და ყველგანმავალს.
დაუგეგმავად სერვის ცენტრის მონახულება მოუწევთ Chevrolet Silverado 1500-ს, GMC Sierra 1500-ს, Chevrolet Tahoe-ს და Suburban-ს, GMC Yukon-სა და Yukon XL-ს, ასევე Cadillac Escalade-ს და Escalade ESV-ს.
დეფექტის გამო რაიმე ინციდენტი ჯერ არ დაფიქსირებული, უფრო მეტიც – General Motors-მა პრობლემა სრულიად შემთხვევით, რიგითი ცდების დროს აღმოაჩინა.