გოჩა იაშაღაშვილმა თემურ წიკლაურის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა
ფორტუნა ავტორი
1111
მუსიკოსმა გოჩა იაშაღაშვილმა კოლეგას თემურ წიკლაურს სიმღერა მიუძღვნა. კომპოზიცია ახლახან განთავსდა „იუთუბზე“. ტექსტი, მუსიკა და შესრულება გოჩა იაშაღაშვილს ეკუთვნის.
მუსიკოსი მღერის:
„ვერ აგისრულეთ გულის წადილი/ ვერ გავაჩერეთ ჩვენ დედამიწა/ შენ არ ჩასულხარ, ცაში აფრინდი/ და ღრუბლებს ზევით დაიდე ბინა“, ასეთი ტექსტი აქვს ახალ სიმღერას.