„სადაც ღარიბაშვილი ჩავა, ის ქვეყანა ლამის მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადო, არის აბსურდი სხვათა შორის, ბათუმის პორტი, კავშირგაბმულობა („სილკნეტი“) და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი ყაზახებს წინა ხელისუფლებამ მიჰყიდა“, – წერს სოციალურ ქსელში „ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე და აღნიშნავს, რომ „პრორუსულად“ წარმოჩენა არასწორია:
„სწორედ მაშინ მოხდა ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავება (პრეზიდენტი ნაზარბაევიც იყო საქართველოში).
მეორე სუნთქვა გაეხსნა ყაზახეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ტრასას, რომელიც თავის მხრივ, ე. წ. „აბრეშუმის გზის“ ნაწილია და ახლა ესენიც „პრორუსულ“ პროექტად წარმოაჩინო, მაშინ როცა სინამდვილეში რუსულის ალტერნატივაა, არის სისულელე.
პოლიტიკოსებიც ხომ ტელეკომენტატორებად იქცნენ, ნაცვლად იმისა, რომ თავად ქმნიდნენ პოლიტიკურ დღის წესრიგს.“ – აღნიშნავს რომან გოცირიძე.
