LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოდერძის სათხილამურო კურორტი 5 დეკემბერს გაიხსნება

57

მთის კურორტების განვითარების კომპანია, გოდერძის სათხილამურო კურორტს 5 დეკემბერს ოფიციალურად გახსნის. როგორც ,,ფორტუნას’’ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიაში’’ განუცხადეს კურორტზე ორი სახის საბაგირო გონდოლას და ბაბლის ტიპის, ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან 2366 მეტრია.

კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული სახლი, სადაც ჯამში 200 ადამიანის გამასპინძლებაა შესაძლებელი. სამომავლოდ, გეგმის მიხედვით, კურორტიმა ერთდროულად 7 ათასი დამსვენებლის  მიღება უნდა შეძლოს.

გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. 2011 წელს საპროექტო სამუშაოებისთვის მთავრობამ ნახევარი  მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო 2012 წლის განმავლობაში კურორტის მშენებლობაში 13 მილიონი ლარის ინვესტიცია დაიხარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები