LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოდერძის სათხილამურო ტრასაზე საქართველოს თასის ეტაპი პირველად ჩატარდება

11

5 და 6 თებერვალს გოდერძის სათხილამურო ტრასა საქართველოს თასის მესამე ეტაპს უმასპინძლებს.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალური სპონსორი კომპანია “სილქნეტისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, 5 და 6 თებერვალს აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე 2016 წლის საქართველოს თასის მესამე ეტაპს ჩაატარებს.

გოდერძის სათხილამურო ტრასაზე საქართველოს თასის ეტაპი პირველად ტარდება. კურორტის მდებარეობა და ინფრასტრუქტურა პროფესიული სათხილამურო სპორტის სახეობებში ტურნირების უკეთ ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. აქ ორი სახის საბაგირო ფუნქციონირებს – გონდოლას და ბაბლის ტიპის. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია.

საქართველოს თასის მესამე ეტაპი სლალომსა და გიგანტურ სლალომში გოგონათა და ვაჟთა შორის წარიმართება.
სპორტსმენები სამ ასაკობრივ ჯგუფში განაწილდებიან:

ბავშვები I, დაბადების წელი 2002-2003
ბავშვები II, დაბადების წელი 2000-2001
მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 1999 და უფროსი.

შეჯიბრის დასასრულს სპორტსმენების საზეიმო დაჯილდოება გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები