გოგა ბითაძე კიდევ ერთხელ აღიარეს. დასრულდა „ადრიატიკის ლიგის“ (ABA) რეგულარული სეზონი, რომლის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) სწორედ ახალგაზრდა ქართველი ცენტრი დაასახელეს.
პოდგორიცას „ბუდუჩნოსტის“ 19 წლის კალათბურთელს საშუალოდ 16.3 ქულა, 6.4 მოხსნა და ორი დაფარება ჰქონდა.
ბითაძე „ადრიატიკის ლიგაში“ 2017 წლიდან თამაშობს. მისი პირველი კლუბი „მეგა ბიმაგსი“ იყო. „ბუდუჩნოსტში“ გოგა 2018 წლის მიწურულს გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენიანი სულ ცოტა ხნის წინ „ადრიატიკის ლიგის“ საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელადაც დაასახელეს.
ხმას „ადრიატიკის ლიგაში“ მოთამაშე გუნდების მწვრთნელები და გულშემატკივრები აძლევდნენ და ბითაძემ ხმების 42% მიიღო.