ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში BUS LANE-ის ნაცვლად ქართულენოვანი წარწერის გაკეთებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. “ვერ ვხვდები, ჩემი სახელმწიფო მე, მისსავე მოქალაქეს ჩემს სახელმწიფოში ინგლისურად რატომ უნდა მელაპარაკებოდეს?
გზებზე, სადაც მხოლოდ ავტობუსმა უნდა გაიაროს, რატომ მიწერს ინგლისურად BUS LANE-ს?
სახელმწიფო ენა ქართულია და ძალიან გთხოვთ, დააწერეთ ქართულად – “ავტობუსის ზოლი”, “ავტობუსთვის” ან “მხოლოდ ავტობუსისთვის” ან სხვა ამდაგვარი.
რა გამოდის? თავად სახელმწიფო აღრვევს კანონს და სხვას პასუხს სთხოვს?
ეს ხომ წარმოუდგენელია?
არ გაქვთ უფლება, დააჯარიმოთ ამ ზოლზე გავლილი მძღოლი, თუ გეტყვით, რომ მან ინგლისური არ იცის და ვერ მიხვდა, რა ეწერა.
არ გაქვთ უფლება, სხვას მოსთხოვოთ პასუხი, როცა თავად თქვენ არღვევთ.
იყოს ინგლისურადაც და თურქულადაც, სხვა ენაზეც, მაგრამ არა ქართულის უგულვებელყოფის ხარჯზე.
მომწონს საზტრანსპორტისთვის გამოყოფილი ხაზი, მაგრამ არ მომწონს სახელმწიფი ენაზე უარის თქმა.
აუცილებლად გამოსასწოებელი საკითხია”. – წერს ჩანადირი.