ცნობილი ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ლეიკემიითა და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანების დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ საამისოდ თავად აპირებს თბილისის ერთ-ერთ კაფეში მიმტანად უსასყიდლოდ იმუშაოს, ე.წ ჩაით შეგროვებული თანხა კი მათ დასახმარებლად გადარიცხოს:
„გადავწყვიტე, ხვალიდან, 9 თებერვლიდან 5 დღით უსასყიდლოდ მიმტანად ვიმუშაო ბარ-რესტორან „შარდენ 11-ში“, ამავე მისამართზე, საღამოს 7-იდან 12 სთ-მდე.
ე.წ ჩაი-შემოწირულობა შევაგროვო და თანხა დიმიტრი ცინცაძის ფონდში ჩავრიცხო, რომელიც ლეიკემიითა და სხვა მძიმე დაავადებით დატანჯულ ადამიანებს მოხმარდება გამოსაჯანმრთელებლად.
საუკეთესოდ მოგემსახურებით.
გელით.
თუ მოსვლას ვერ ახერხებთ და გაქვთ 5-10 ლარის გამოყოფის საშუალება, გთხოვთ გამოიყენოთ ფონდის ანგარიშები:
- საქართველოს ბანკი
#GE62BG0000000996577500
- თი ბი სი ბანკი
#GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“ – წერს Facebook-ზე გოგა ჩანადირი.