LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა მესხი: „მეორედ რომ დავოჯახდი, მაშინ გაიგო ხალხმა, რომ პირველ მეუღლეს დავშორდი…“

636
Untitled design (25)

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმარია მომღერალი გოგა მესხი, რომელმაც საინტერესო თემებზე ისაუბრა და წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.

გოგა, როგორი ბავშვობა გქონდა?

რთული ბავშვობა ნამდვილად არ მქონია, ისეთი, როგორიც 90-იანი წლების ბავშვებს ჰქონდათ. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, არავის უყვარდა ჩემი სტუმრობა, რაღაც უნდა გამეფუჭებინა.

მთელი ოჯახი მღერის და ცეკვავს. დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც. თუმცა სტომატოლოგი უნდა გამოვსულიყავი. ვსწავლობდი სამედიცინოზე, მესამე კურსიდან გამოვიტანე საბუთები და ჩავაბარე თეატრალურზე. ჩემებს, ზოგს „ინფარქტი მოუვიდა“. გულით მინდოდა და საბოლოდ, ცხადია, გვერდში დამიდგნენ. ჯერ იყო თეატრალური და შემდეგ იყო უკვე სიმღერა.

შენი პირველი წარმატება…

ჩემი შემდეგი ნაბიჯი იყო „ვარსკვლავების აკადემია“. მანამდე კი იყო ჯგუფი „ვივო“. 2003 წელს შევიკრიბეთ, მუდამ ცოცხლად ვმღეროდით, გვქონდა ალბომიც, თუმცა შემდეგ დავიშალეთ. ამის შემდეგ სულ სცენაზე ვარ. 2013 წელს იყო „ვოისი“, მაია დარსმელიძის გუნდში მოვხვდი. შემდეგ იყო უკვე „ჯი დი ესის“ ძალიან საინტერესო და ურთულესი პროექტი, „ერთი ერთში“. მქონდა შემოთავაზება „X ფაქტორში“. ჩემმა პირველმა მეუღლემ, მარიამმა ბრიტანულ „X ფაქტორში“ გააგზავნა ჩემ დაუკითხავად ხმები და დასტური მოვიდა ორივეზე. ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ყოველივე ეს, ორი ადამიანი უნდა ჩავსულიყავით, ერთი სიტყვით, არ გამოვიდა.

როგორ განვითარდა შენი მუსიკალური კარიერა ყოველივე ამის შემდეგ?

მე მიყვარს ქავერების ჩემებური კეთება, ვფიქრობ, რომ საინტერესოდ გამომდის, თუმცა, კრიტიკასაც ვიღებ. ზოგჯერ არის ისეთი რაღაცები, რასაც ვერ გაატარებ, რასაც გული მკარნახობს, იმას ვაკეთებ, სიმღერების მეტი რა მაქვს, ახლაც აქტიურად ვმუშაობ ორ სიმღერაზე, ბევრი გეგმა მაქვს. ნანუკა ქარუხნიშვილი არის ჩემი მეგობარი, მზად გვაქვს უკვე კლიპი, იქნება ტელეპრემიერა, ძალიან მალე. რაც შეეხება სხვა საქმიანობას, ვმღერი ლაუნჯებში, რესტორნებში, სულაც არ მეთაკილება ეს ყველაფერი, მსიამოვნებს.

შენ მეორე მეუღლე გყავს…

დიახ, მეორეჯერ რომ დავოჯახდი, ამით გაიგეს, რომ პირველ ცოლს დავშორდი. არც ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ, აეროპორტიდან დავდე ფოტო და ყველას გაუკვირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები