LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგი დოლიძის ვინილის პრეზენტაციაზე სტუმრებს შორის გამორჩათ მაცაცო სებისკვერაძე…“ – რას წერს ცნობილი კომპოზიტორის ვაჟი

903
89723b86-db15-472c-9bc6-73bbec553600

13 ნოემბერს გოგი დოლიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ვინილის ალბომის პრეზენტაცია და კონცერტი გაიმართა, რომელსაც გამოეხმაურა რეჟისორი დავით გერსამია. გამოქვეყნებულ სტატუსში რუსუდან სებისკვერაძის ვაჟი წერს, რომ კომპოზიტორი გოგი დოლიძის საღამოზე არ მიიწვიეს:

„გუშინ გაიმართა გოგი დოლიძის ვინილის პრეზენტაცია, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის მაცაცო არ იყო. მისი სიმღერები ისე იმღერეს, მაცაცოს სახელიც არ უხსენებიათ. ისე გააკეთეს ყველაფერი, თითქოს მაცაცო არ არსებობდეს და გოგის შემოქმედებითი ცხოვრება მჭიდროდ არ ყოფილიყო გადაბმული მაცაცოს სიმღერებთან.

გოგი დოლიძესთან ურთიერთობა ჩემი ოჯახისთვის იყო ყველაზე დიდი ბედნიერება, მისი გარდაცვალება – ყველაზე დიდი ტკივილი. არ ვიცი როგორი იქნებოდა გოგის და მაცაცოს შემოქმედება, რომ არა მათი განუმეორებელი ტანდემი. მაცაცო წერდა გოგისთვის. მაცაცოს მუსიკით შეიქმნა

გოგის განუმეორებელი დუეტები ეკა მამალაძესთან, მაია ჯაბუასთან, ლეგენდარული კვარტეტი ზაურ ბოლქვაძესთან, გურამ თამაზაშვილთან და დათო გოგიაშვილთან ერთად. ეს არ იყო მხოლოდ კომპოზიტორისა და მომღერლის შემოქმედებითი კავშირი, ეს იყო დიდი მეგობრობა…

ღონისძიების ორგანიზატორებს გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ და ვურჩევ – როცა გადაწყვეტენ მომღერლის, ან კომპოზიტორის აუდიო ჩანაწერის გამოცემას და მის პრეზენტაციას, უფრო კარგად გაეცნონ მის შემოქმედებას, რომ მსგავსი უხერხულობა არ შეექმნათ მომავალში…“

გუშინ “თეატრში” გაიმართა გოგი დოლიძის ვინილის პრეზენტაცია, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის მაცაცო არ მიიწვიეს. მისი…

Posted by David Gersamia on Thursday, November 13, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g