LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი წულაია ქუთაისის მერს: „ხანდახან ოჯახშიც ჭამე საჭმელი, ყოველთვის ბიუჯეტის ფულებით რომ ჭამ“

624
გოგი წულაია

“ქუთაისის მერია საქმის ნაცვლად ჭამა-ყლაპვაზეა გადასული” – ასე აფასებს “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისის მერიის მიერ სარესტორნო მომსახურებაში დახარჯულ თანხას.

გოგი წულაიას თქმით, ქალაქის მერიამ, მიმდინარე წლის 6 თვეში სარესტორნო მომსახურებაში 87 112 ლარი დახარჯა.

“ქუთაისის მერია საქმის ნაცვლად ჭამა-ყლაპვაზეა გადასული. 87 000 ლარზე მეტი რესტორნებში გახარჯეს. ქუთაისის მერო, ხანდახან ოჯახშიც ჭამე საჭმელი, ყოველთვის ბიუჯეტის ფულებით რომ ჭამ საჭმელს. მოვუწოდებ ქუთაისის მერს, შემოიჭირეთ ქამრები, თორემ ქალაქი თავზე დაგვემხობა. ჭიღვარიას თურმე ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში, “პალატში” უყვარს სიაარული, 2 ლიტრიანი ქილით კომპოტს და 8 ნაჭრიან ხაჭაპურს გადაილეწავს და ამით ბედნიერია,”- აცხადებს წულაია.

გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g