აქცია-პერფორმანსი გოგი წულაიასგან – მედიასაშუალებებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯომარე ქუთაისის მერიასთან მივიდა და შენობის წინ წყლის ნაყვა დაიწყო.
პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ეს მისი ერთგვარი პროტესტია, რაც ქუთაისის მერიის მხრიდან ჭიათურისთვის ავტომობილის ჩუქებას უკავშირდება.
ვიდეოში წულაია ამბობს, რომ ხელისუფლებასთან საუბარი იგივე წყლის ნაყვაა და ეს სანახაობა ამას გამოხატავს.
“იმ ფონზე, რაც ქუთაისში სიღარიბე და გაჭირვებაა ჯიპის ყიდვა და გაჩუქება ზედმეტია, მინდა მივმართო ბიძინას რა დაგიშავა ქუთაისმა, რომ თავზე დაგვასვი უფუნქციო ადამიანები?’’ , – აცხადებს წულაია ჟურნალისტებთან საუბარში.