LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგის მერე კატეგორიულად არ ვიმღერე არავისთან“ – რას ჰყვება ეკა მამალაძე

188
2025-11-26_00-00-37_591760

ეკა მამალაძე გადაცემის „პირველი სტუდია“ სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც გოგი დოლიძე და მასთან ერთად სცენაზე გატარებული დრო გაიხსენა.

მომღერალმა აღნიშნა, რომ გოგისთან ნამღერი რეპერტუარი შეგნებულად აღარავისთან უმღერია.

„გოგის მერე კატეგორიულად არ ვიმღერე არავისთან. ეს არ ნიშნავს, რომ გოგისავით ვერავინ მღერის… გოგიზე უკეთ არ ვიცი, მაგრამ არანაკლებად მღერიან დღესაც… მეორე ხმას დღეს ყველა გეტყვის, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო ჩემი და დედაჩემმაც ასე მირჩია…

რაღაცის განმეორება, როცა ის ძალიან კარგია და დიდია, არ ღირს, არ მუშაობს. ამიტომ არც ჩავთვალე საჭიროდ, რომ გამემეორებინა ის დუეტები, რაც გოგისთან მქონდა“, – ისაუბრა ეკა მამალაძემ.

ვიდეო: „დედაჩემმა ერთხელ მითხრა და კინაღამ ვიტირე ამის გამო, რომ მე ალბათ ხელს გიშლიო…“ – ეკა მამალაძის აღსარება

ვიდეო/ფოტო: ნანი ბრეგვაძე ქართველი დიზაინერის ყვითელ კაბაში შეუდარებელია – ლეგენდარული მომღერლის შესრულება და შვილთაშვილის მირთმეული ყვავილები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g