“იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია საქართველოში რუსების შემოჭრის ალბათობა, არაადექვატურად გამოიყურება ხელისუფლების, ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული მასმედიის ქცევა,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი გოგლა ჟვანია წერს.
როგორც ჟვანია აღნიშნავს, აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დაპირისპირება და გამოცხადდეს მორატორიუმი, თუნდაც 6 თვით.
“მიმდინარეობს განუწყვეტელი ძიძგილაობა და ერთმანეთის ლანძღვა, რაც იწვევს საზოგადოების დაქსაქსულობას და დაზაფრვას. არადა აუცილებლია დროებით, ურთიერთშეთანხმებით შეწყდეს პოლიტიკური დაპირისპირება, გამოცხადდეს მორატორიუმი, ამ ეტაპზე თუნდაც 6 თვით.
შეიქმნას თავდაცვის შტაბი, რომელშიც შევლენ როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, ბუნებრივია ამ შტაბის წევრები უნდა იყვნენ შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის ადამიანები.
უამრავი სასწრაფო ღონისძიებებაა გასატარებელი მოსალოდნელი საფრთხეების ასაცილებლად, რასაც ესაჭიროება ქვეყანაში სიმშვიდე, ეროვნული თანხმობა და დიდი შრომა” – წერს ჟვანია.