6 წლის მაშო გალუაშვილი, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას ბიძასთან – დავით ჯელაძესთან ერთად გადაურჩა, დღეს სკოლაში პირველად წავიდა.
პატარა მაშოს ფოტოს, რომელიც სკოლის ეზოშია გადაღებული, დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„მაშო პირველ კლასელია“, – წერს დავით ჯელაძე.
მაშოს შესახებ ასევე სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძეც:
„გოგო, რომელმაც სიკვდილზე გაიმარჯვა, პირველკლასელი გამხდარა! ვულოცავ მას და ყველა პირველკლასელს“, – წერს ნინო ვაშალომიძე.
სოციალური ქსელის მომხმარებლები პატარა მაშოს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ:
„საოცრებაა ეს გოგო“, „ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ“ – წერენ კომენტარებში.
„მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს” – დავით ჯელაძე ფოტოს აქვეყნებს
ცნობისათვის, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დღეს დაიწყო.