LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგოები მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს, თათულის დღე-დღეზე გამოღვიძებას ველოდებით, ნიაკოს ხვალ მორიგი, მესამე, ოპერაცია უტარდება… კოლოსალურ თანხებზეა საუბარი“ – ხაშურში, ავარიისას დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის ოჯახის ახლობელი

462
ნიაკო და თათული - სოფო ხარშილაძე

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის ოჯახის ახლობელი ალექსანდრე ტაბატაძე გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლეს უზიარებს და გოგოების ჯანრთელობის გაუმჯობესების შესახებ საუბრობს.

ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, საქართველოში მკურნალობის დასრულების შემდეგ, გოგოებს ისევ და ისევ რეაბილიტაციის პერიოდი ექნებათ გასავლელი, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს და დიდ ფინანსებთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ ოჯახი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:

„გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ, „დედების ფონდს“ მე პირადად, დიდი ნდობა გამოვუცხადე და თქვენც სრულიად ენდეთ“ – ხაშურში ავარიის შედეგად დაშავებული ნიაკოს და თათულის დედა მიმართვას ავრცელებს

„მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი შედეგი გამოიღო თქვენმა გვერდში დგომამ, ოჯახმა იგრძნო, რომ მარტო არ არიან ამ ტრაგედიის წინაშე და სიცოცხლისათვის ბრძოლაში.

ჩვენი მაგარი გოგოების მდგომარეობას რაც შეეხება, მართვით სუნთქვიდან მოხსნეს, თათულის დღე-დღეზე გამოღვიძებას ველოდებით, ნიაკოს ხვალ (13/11/2024) მორიგი, მესამე, ოპერაცია უტარდება.

„ჩემი შვილები მართვით სუნთქვაზე აღარ არიან, თუმცა, ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩებიან… მათ გადალახეს უმძიმესი კრიტიკული დღეები“ – ნიაკოს და თათულის დედა სოფიო ხარშილაძე საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის

სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი შვილების გამოჯანმრთელების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

საქართველოში მკურნალობის დასრულების შემდეგ, ისევ და ისევ რეაბილიტაციის პერიოდია გასავლელი, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. მთელი საქართველო დაუდგა მხარში, ისევ ერთსულოვანია საქართველო!!!

„ქედს ვიხრი უფლის, ასეთი პროფესიონალი ექიმების, ამხელა საზოგადოების წინაშე“ – ავარიის შედეგად დაშავებული ნიაკოს და თათულის დედა რეჟისორ სანდრო ელოშვილს და მოქალაქეებს მიმართავს

შეგროვდა გარკვეული თანხა, მაგრამ კოლოსალურ თანხებზეა საუბარი, ისევ მოგმართავთ თხოვნით, ვისაც რისი საშუალება ექნება დავეხმაროთ პატარებს.

აქვე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო M.iashvilis Children’s Cental Hospital მ.იაშვილის სახელობის კლინიკის და New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი სრულ მედ პერსონალს გაწეული მაღალ პროფესიონალური, თავდაუზოგავი შრომისათვის.

ასევე გაწეული დახმარებისთვის დედების ფონდი, რომელმაც დაუჯერებელი და დიდი სამუშაო გასწია ჩვენი პატარებისთვის.

„გიჟური თავდადების და უზომოდ დიდი სიყვარულის შედეგად 60 000 ლარი ჩავურიცხე ნიაკოს და თათულის დედას და ამ დროს ისეთი რამ მოხდა…“ – სანდრო ელოშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

მადლობა ყველას.

ყველაფერი კარგად იქნება სანამ ერთად ვართ!!!

მიმღები: სოფიო ხარშილაძე (დედა), ლათინურად: Sopio Kharshiladze

#GE18BG0000000553349014

(საქართველოს ბანკი);

#GE64TB7513745068100047

(თიბისი ბანკი).“ – წერს ალექსანდრე ტაბატაძე.

მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის….

Posted by Aleksandre Tabatadze on Tuesday 12 November 2024
magti 5g