LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგონა დრაკონის ტატუთი“ ემი უაინჰაუსის როლს შეასრულებს

492

მსახიობი ნუმი რაპასი, რომელიც ცნობილია ლისბერ სალანდერის როლით შვედურ ფილმში „გოგონა დრაკონის ტატუთი“ ამჯერად ახალ ამპლუაში მოგვევლინება. შესაძლოა სწორედ მან შეასრულოს ლეგენდარული ემი უაინჰაუსის როლი ირლანდიელი რეჟისორის, კრისტენ შერიდანის ბიოგრაფიულ დრამაში.

როგორც Hollywood Reporter იუწყება, სურათის შემქმნელები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ მომღერლის მამასთან მუსიკალური კომპოზიციების გამოყენების უფლებაზე. შეგახსენებთ, რომ ემი უაინჰაუსი 27 წლის ასაკში გარდაიცვლა. ამ დროის მანძილზე მან მოასწრო ორი ალბომის გამოშვება. მათ შორის მეორე ალბომი Back to Black მე-20 საუკუნის საუკეთესო ბრიტანულ ალბომად აღიარეს, რომელმაც 6 გრემი მიიღო.

1

BALTIMORE - AUGUST 04: Singer Amy Winehouse performs onstage at the Virgin Festival By Virgin Mobile 2007 at Pimlico Race Course on August 4, 2007 in Baltimore, Maryland. (Photo by Scott Gries/Getty Images)
BALTIMORE – AUGUST 04: Singer Amy Winehouse performs onstage at the Virgin Festival By Virgin Mobile 2007 at Pimlico Race Course on August 4, 2007 in Baltimore, Maryland. (Photo by Scott Gries/Getty Images)
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები