LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონა სკანდალი : 11 გარდასახვა MTV VMA 2015-ზე მაილი საირუსისგან

31

2015 წელს მომღერალი მაილი საირუსი გახდა MTV Video Music Awards-ის მასპინძელი და წამყვანი. ეს გადაწყვეტილება არხის ხელმძღვანელობის მხრიდან საკმაოდ სარისკო იყო, თუ გავიხსენებთ იმ სკანდალურ შოუს, რომელიც მაილიმ, 2013 წელს რობინ თიქ (Robin Thicke)-თან ერთად წარმოადგინა.

მომღერლის შესანიშნავად გაართვა თავი ამ მისიას და შესანიშნავად გამოიყურებოდა სცენაზე. სკანდალური ვარსკვლავი მაყურებლის წინაშე 11 განსხვავებული იმიჯით წარსდგა. წითელ ხალიჩაზე მაილი ვერცხლისფერი სამოსით წარსდგა, რომელიც ქამრებისგან იყო დამზადებული ვერსაჩეს სამოდელო სახლის მიერ. მას ეცვა მაღალყელიანი ჩექმები, ხოლო დრედები, მაშინვე სკანდალურ ვარცხნილობად მონათლეს.

შოუს განმავლობაში, მაილიმ 11ჯერ გამოიცვალა, რომელთაგან უმეტესობა ცნობილი სამოდელო სახლების დიზაინით იყო შექმნილი. მაგალითად „პრადა“, „ნაიკი“ „ვერსაჩე“ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კაბების უმეტესობა საკმაოდ პიკანტური იყო, მაილის გულმა ვერ მოუთმინა და სარეკლამო პაუზის დროს კამერების წინაშე მაინც გაშიშვლდა.

ცერემონიის შემდეგ ვარსკვლავმა მსმენელს სიურპრიზიც გაუკეთა და მისი ახალი ალბომის Miley Cyrus & Her Dead Petz-ის სრულიად უფასოდ მოსასმენად, ფანები ინტერნეტ სივრცეში მიიპატიჟა.

 

 

11 განსხვავებული იმიჯი მაილი საირუსისგან