ცხოველთა კონტროლის მართვის ამერიკულმა სააგენტომ ახალგაზრდა გოგონას გადასცა ლიცენზია, რომელიც მას უფლებას აძლევს, რომ საკუთარ ეზოში მარტორქა იყოლიოს. ამის შესახებ ინფორმაციას npr.org ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მადლენს 5 აუცილებელი პირობის დაცვა მოუწევს. ცხოველს ყველა წესის დაცვით უნდა მოუაროს, ეს წესები ლოს-ანჯელესის კოდექსშია გაწერილი. გარდა ამისა, გოგონა ვალდებული იქნება მარტორქას რეგულარული მზის სხივები, მთვარე და ცისარტყელა არ მოაკლოს.
მარტორქას კვირაში ერთხელ მაინც საზამთრო უნდა აჭამონ, თვეში ერთხელ რქაც უნდა გაუპრიალონ. ყველა ბრჭყვიალა ნივთი, რომელსაც მადლენი გამოიყენებს ტოქსიკური არ უნდა იყოს.
გოგონას მარტორქა ჯერ არ უყიდია და მისი შენახვის ლიცენზიის აღებაზე უბრალოდ წინასწარ იზრუნა.