LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლი, მატჩი, ფეხბურთელი… შეჩერებულ პრემიერლიგაში საუკეთესოები დაასახელეს

64
Wolves-Hit-Back-to-Defeat-10-Man-City-3-2-scaled

ინგლისურმა გამოცემა The Guardian-მა კორონავირუსის გამო შეჩერებული პრემიერლიგის საკუთარი რეიტინგი შეადგინა, კერძოდ, გამოარჩია საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი, მატჩი…

საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს “ლივერპულის” ვინგერი სადიო მანე, რომელმაც 26 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი მისცა.

საუკეთესო ახალგაზრდა გახდა “ვულვერჰემპტონის” ნახევარმცველი ადამა ტრაორე, რომელმაც 11 (4+7) ქულა მოაგროვა.

“შეფილდის” დამრიგებელი კრის უაილდერი საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

საუკეთესო გოლად მიიჩნიეს “სიტის” ბელგიელის კევინ დე ბრუინის გოლი “ნიუკასლთან” შეხვედრაში (2:2).

საუკეთესო ტრანსფერად გამოცემამ მიიჩნია დენი ინგზის გადასვლა “ლივერპულიდან” “საუთჰემპტონში”.

საუკეთესო მატჩად აღიარეს “ვულვერჰემპტონისა” და “სიტის” მე-19 ტურის თამაში, რომელიც 3:2 დასრულდა.

სეზონის ყველაზე უარეს გუნდად “ტოტენჰემი” დაასახელეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები