LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გომბეშოს შხამით სიკვდილი და სუიციდი“ – 7 რუსი ოლიგარქი, რომლებიც 2022 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ

937
მილიარდერები

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთში რამდენიმე გავლენიანი ოლიგარქი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

რუსული მედია მათზე წერს, რომ ადგილი ჰქონდა სუიციდს.

საერთაშორისო მედია კი უჩვეულო გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას. 

ძნელია  ამ შემთხვევაში რაიმე ამტკიცო. ჩვენ უბრალოდ ფაქტებს გიამბობთ.

ლეონიდ შულმანი. ის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა,  „გაზპრომის“ ტრანსპორტირების დეპარტამენტის უფროსი 2022 წლის 30 იანვარს იპოვეს გარდაცვლილი.

შულმანის ცხედარი ლენინგრადის ოლქის სოფელ ლენინსკიში იპოვეს. РИА Новости  წერდა, რომ ნაპოვნი იყო ტოპმენეჯერის ცხედარი, ვინაობას არ აკონკრეტებდა.

„ცხედართან აღმოჩენილ იქნა წერილიც. კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”, – ვკითხულობდით კრემლის მედიის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

რუსული გამოცემების ინფორმაციით, შულმანს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სამსახურიდანაც შვებულებაში იყო. მის გარდაცვალებაზე ყურადღებას ამახვილებდა უცხოური მედიაც.

 

 

ალექსანდრ ტიულიაკოვი, ის 61 წლის იყო და ისიც „გაზპრომის“ კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირია, ვინც ომის დაწყების შემდეგ იპოვეს გარდაცვლილი. ტიულიაკოვი ენერგოგიგანტში ფინანსური და უსაფრთხოების მენეჯერი იყო.

61 წლის ტიულიაკოვი იმავე სოფელში იპოვეს გარდაცვლილი, სადაც შულმანი. რუსული გამოძიების ვერსიით, მან თავი საკუთარ კოტეჯში ჩამოიხრჩო.  მედია წერდა,  წერილი მანაც დატოვა.

 

უკრაინული წარმოშობის მიხაილ უოტფორდი დიდ ბრიტანეთში, სურეიში მდებარე ექსკლუზიურ ვილაში, რომლიც ღირებულებაც 20 მილიონი ევროა, გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

უოტფორდი არ იყო ბრიტანეთის მიერ სანქცინირებულთა შორის და არც მოიაზრებოდა  სიაში, ვისაც შემდგომი შეზღუდვები შეიძლება შეხებოდათ.

The Sun  წერდა,  რომ უოტფორდი 2013 წელს მოკლული ბერეზოვსკის მეგობარი იყო და ხშირად მიუთითებდა ბერეზოვსკის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალზე.

 

 

ვასილი მელნიკოვი ომის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, 24 მარტს, იპოვეს გარდაცვლილი. მელნიკოვთან ერთად იპოვეს ცოლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები.

 

 

ოფიციალური ვერსიით, რომელსაც სამთავრობო მედია ტირაჟირებს, ბიზნესმენმა ჯერ ოჯახის წევრები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მელნიკოვი ფარმაცევტული გიგანტის, MedStom-ის მფლობელი მილიარდერი იყო.

„გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ვლადისლავ ავაიევი. მასთან ერთად მისი ცოლისა და 13 წლის შვილის ცხედრებიც აღმოაჩინეს.

„გაზპრომბანკის“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა სავარაუდოდ, ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

 ადგილზე მისულ პოლიციას ბინაში არეულობა დახვდა - რუსული მედიის ცნობით, ბინაში სხვადასხვა ნივთები მიმოფანტული იყო.

რუსული გამოძიების ვერსიით, კიდევ სხვა რამდენიმე ბიზნესმენის მსგავსად, ავაიევმაც ჯერ ოჯახის წევრები მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პუტინისტური მედიის ცნობით, ოჯახს ძიძა და მძღოლი ვერ უკავშირდებოდნენ. მათ ამის შესახებ ავაიევების ახლობელს აცნობა. რუსული მედია წერდა, რომ გარდაცვლილების ცხედრები ბიზნესმენის უფროსმა შვილმა იპოვა.

 

 

მულტიმილიონერი სერგეი პროტოსენია ესპანეთში ცოლთან და ქალიშვილთან ერთად იპოვეს გარდაცვლილი. ქალებს ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ.

გამოძიების ვერსიით, პროტოსენიამაც მელნიკოვის მსგავსად ჯერ ოჯახის წევრები მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. ამ ვერსიის არ სჯერა პროტოსენიას ვაჟს, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები მოკლეს.

მულტიმილიონერი “ნოვატეკის” ყოფილი მენეჯერი იყო – კომპანია ნაწილობრივ “გაზპრომის” საკუთრებაა და სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ენერგოკომპანიაა რუსეთში.

ოლიგარქები სუცნაური გარდაცვალების სერია გაგრძელდა მაისშიც. პუტინთან დაახლოებული 37 წლის ანდრეი კრუკოვსკი 2 მაისს დაიღუპა. მისი და რუსეთის ლიდერის ახლო ურთიერთობის შესახებ ფართოდაა ცნობილი.

 

 

კრუკოვსკი სოჭში კურორტ “კრასნაია პოლიანას” დირექტორი იყო და პუტინს მასთან ხშირად ჩაჰყავდა სტუმრები სასრიალოდ.

კრუკოვსკი სალაშქროდ იყო წასული. რუსული მედიის ცნობით, ის კლდიდან გადავარდა.

9 მაისს კი  გავრცელდა ინფორმაცია, რომ  კიდევ ერთი  ბიზნესმენი გარდაიცვალა. კომპანია „ლუკოილის“ ყოფილი მენეჯერი მოსკოვში იპოვეს.

 

 

ალექსანდრ სუბოტინი,  ნაბახუსევს შამანთან მკურნალობდა. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გომბეშოს შხამით “მკურნალობის” მეთოდი გახდა.

კრემლისტური მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენის ცხედარი შამანის საცხოვრებელი სახლის სარდაფში იპოვეს. სამედიცინო დახმარება მას შემდეგ იქნა გამოძახებული, რაც სუბოტინმა გონება დაკარგა – ადგილზე მისულ ექიმებს მილიარდერი გარდაცვლილი დახვდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g