LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონჩარენკო: საქართველოს ხელისუფლება ღალატობს ქართველ ხალხს და უკრაინელებს – ელჩის გაწვევა ამ ქმედებების გამო მოხდა და ეს სწორი გადაწყვეტილებაა

458
ალექსეი გონჩანერკო

„საქართველოს ხელისუფლება თავისი ნაბიჯებით ქართველ და უკრაინელ ხალხს ღალატობს, ამიტომ ის მალე უნდა შეიცვალოს“, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩანერკომ განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ოფიციალური კიევის დიპლომატიური დემარში სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ისინი ღარიბაშვილის კაბინეტისგან მხარდაჭერას ვერ ხედავენ.

„საქართველოს ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებით, რაც უკრაინას ეხება, ღალატობს ქართველ ხალხს და ასევე უკრაინელებს – რუსეთისთვის სანქციების არდაწესებით, ქართველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლით, რომ ჩამოვიდნენ უკრაინაში და მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. სწორედ ამ ქმედებებიდან გამომდინარე მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა და ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

საქართველოს მოსახლეობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია დიქტატორი, აგრესორი პუტინის და ლუკაშენკოს პოლიტიკა. საქართველოში ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს“, – უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ.

ამავე თემაზე:

კიევის დაბომბვისას ჰოლოკოსტის მემორიალი დაზიანდა

რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები

ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს – “დაღუპულია ბევრი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g