Google ოფიციალურად წარადგინა ახალი ფლაგმანი სმარტფონები Pixel 7 და Pixel 7 Pro, აგრეთვე პირველი ჭკვიანი საათი Pixel Watch.
აღსანიშნავია, რომ სმარტფონებში, რომელთა ღირებულება აშშ-ში 599 და 899 დოლარია, გამოყენებულია ჩიპი Tensor G2 გაზრდილი სიმძლავრით. ორივე მოდელს შეუძლია იმუშაოს დამუხტვის გარეშე 72 საათი.
რაც შეეხება Google-ის პირველ საათს. Pixel Watch პირველი „ჭკვიანი საათი“ გახდება, რომელიც „ანდროიდ“ სისტემაზე იმუშავებს.