Google Maps-ის განახლებული ვერსია მძღოლებს პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო ჯარიმებისგან თავის არიდებაში დაეხმარება. გაუმჯობესებული შეთავაზება შეძლებს დაიმახსოვროს ადგილი და ავტომობილის გაჩერების დრო. პროგრამა v9.49 ჯერჯერობით beta-რეჟიმშია.
ახალი ფუნქციებით შესაძლებელი გახდება პარკირების ადგილის მონიშვნა და იმ დროის ათვლა, რა დროითაც მძღოლი ავტომობილის დატოვებას გეგმავს. ამ გზით შეთავაზებაში შესაძლებელი იქნება ნახვა, თუ რამდენი დარჩა გადახდილი დროის ამოწურვამდე.
გარდა ამისა, Google Maps დანიშნულების პუნქტამდე მძღოლს საფეხმავლო მარშუტსაც შესთავაზებს.