LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-ს უპილოტო ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა

30

კომპანია Google-ს უპილოტო ავტომობილი პირველად გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე.

ინციდენტი კალიფორნიის შტატში, ქალაქ მაუნთინ-ვიუში მოხდა. როგორც ცნობილია დრონი დაბრკოლებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, რის შედეგადაც ავტობუსს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავებულა. რაც შეეხება დრონს, მას დაზიანებული აქვს წინა დისკი და მძღოლის სენსორი.

შეგახსენებთ, რომ კალიფორიაში უკვე რამდენიმე წელია, რაც კანონით დაშვებულია უპილოტო ავტომობილების გამოყენება. ამ დროისთვის ქალაქში 20-მდე უპილოტო ავტომობილი მოძრაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები