LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორელი ძაღლი BBC-ზე – ძაღლი სათამაშოდ მზად იყო… (ვიდეო)

58

გორელი ძაღლის შესახებ BBC-იმ დაწერა.

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში კურიოზული ფაქტი მოხდა. გორში, „დილასა“ და „ტორპედოს“ შორის შეხვედრისას, როდესაც 68-ე წუთი მიმდინარეობდა, მოედანზე ძაღლი შევარდა. შავი ცუგას თამაშს და კუნტრუშს ყველა ხალისით უყურებდა. ოთხფეხა ფეხბურთელებსაც გაეთამაშა, მსაჯთანაც მიირბინა და ბოლოს ყველაზე კარგად ქუთაისელთა მეკარესთან გაერთო, ხოლო მის გასაყვანად მისულები დიდად არ მოსწონებია და წასვლა აღარ უნდოდა.

ჩვენი გორელი ძაღლუკას სახელი საქართველოს ფარგლებსაც გასცდა და მის შესახებ თვით BBC-იმ დაწერა. პოსტის ბოლოს წერია, რომ – ძაღლი სათამაშოდ მზად იყო…
ვინ დააცალა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები