LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის რაიონის სოფელ ქვეშში გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

46

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის გზის დაგება, ასევე სანიაღვრე და სარწყავი არხების მოწყობა.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის დაწყებამდე გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა მოსახლეობის უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 300 ათასი ლარია.

გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.