გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად კლინიკა მზად არის.
როგორც ურთქმელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკა მაღალპროფილურია და ნებისმიერი პაციენტის მიღება შეუძლია.
„მზადყოფნაში ვართ. ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა. არ მიგვიღია ინფორმაცია, რომ აქ გადმოჰყავთ. შესაძლებლობა ყველაფრის არის, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ უნდა მოიყვანონ პაციენტი, არ გამაჩნია.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მიღებაზე, მათ შორის, სააკაშვილის, თუ ეს საჭირო იქნება. ჩვენ გახლავართ ჰიბრიდული კლინიკა. ყველანაირი პროფილია კლინიკაში, შესაბამისად, შეგვიძლია ნებისმიერი სახის პაციენტის მიღება. ტექნიკურადაც აღჭურვილი ვართ“, – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.
არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-12 საპატიმროს მიმდებარედ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა