LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ

721
სააკაშვილის გადაყვანა

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი დაწესებულებაში არ შეუშვეს. რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მისულმა გიული ალასანიამ განაცხადა, რომ შვილი „თვალწინ ააცილეს“.

იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში კომენტარები არ კეთდება.

„ყველაფრის იგნორირებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-12 საპატიმროს მიმდებარედ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g