LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის მე-12 საპატიმროს მიმდებარედ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა

221
C1239B09-1412-48C7-86D7-B03AA818051D

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა.

ვერტმფრენი რამდენიმე წუთის წინ, საპატიმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაჯდა.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ვერტმფრენის მობილიზება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სხვაგან გადაყვანას.

აღნიშნულთან დაკავშირებით არც იუსტიციის სამინისტროში და არც პენიტენციურ სამსახურში კომენტარები არ კეთდება.

კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, სააკაშვილი გადაუდებლად მაღალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ: ნიკოლოზ ყიფშიძე

პოპულარულები