LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში 101 წლის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა

148
gormadis klinika

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მცხოვრებმა 101 წლის ელენე ასანიძემ კორონავირუსი დაამარცხა.

101 წლის მოხუცი გორის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.

ექიმების განცხადებით, ასანიძე კლინიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მკურნალობის შედეგად, პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.

„101 წლის ქალი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ე.ა, რომელიც ,,გორმედის“ ქსელის გორის კოვიდკლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს, გამოჯანმრთელდა.
პაციენტი შემოვიდა კლინიკაში ფილტვის ქსოვილის დაზიანების მაღალი ხარისხით, უგონო მდგომარეობაში, იმყოფებოდა რესპირატორულ მხარდაჭერაზე, მთელი რიგი ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ამჟამად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ოქსიგენაციით და დატოვებს კლინიკას“. – ვკითხულობთ კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის „გორმედის“ ქსელის სამივე კოვიდკლინიკაში მკურნალობას 250 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g