LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება

120

გორში 305 ახალი საგზაო ნიშნის დამონტაჟდება გადაწყდა. საგაზო ნიშნები სადგურისა და კომბინატის დასახლებაში, სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, 26 მაისის სანაპიროზე, სუხიშვილის, ფარნავაზის, თბილისის, ნინოშვილის, სამეფოს, გურამიშვილის, ამილახვრის, ვაჩნაძის, გოგებაშვილის, შარტავას, ეკ. ჯუღაშვილის, კახნიაშვილის, ჭანტურიას, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის ქუჩებსა და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზაჯვარედინი“ 30 ნოემბრამდე შეასრულებს. მისი ღირებულება 44 997 ლარია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

როგორც გორის მუნიციპალიტეტეის გამგეობაში აცხადებენ, პროექტი ითვალისწინებს როგორც ახალი ნიშნების მონტაჟს, ასევე არსებული დაზიანებული ნიშნების ახლით ჩანაცვლებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები