LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მოკლული 9 წლის გოგონას ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს

359
ბერიაშვილის ბაბუა

რაც ეკუთვნის იმას ვითხოვთ, აუცილებლად, უვადოს მოვითხოვთ – ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ბაბუამ, ხვიჩა ბერიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უკვე ყველაფერი დადგენილია და აღიარება საჭირო აღარ არის.

“მისი აღიარება არაფერში არაა საჭირო, ყველაფერი დადგენილია. რაც ეკუთვნის იმას ვითხოვთ, მე კი არა, მთელი საქართველო. აუცილებლად, უვადოს მოვითხოვთ,” – განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა ჟურნალისტებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მოკლული გოგონას ოჯახის წევრები მივიდნენ. გამორიცხული არ არის, დღევანდელ პროცესზე ნანიკო ბერიაშვილის მამა დაიკითხოს.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. ის ჩადენილ ბრალს არ აღიარებს

mazda magti 5g