სადაცაა ახალი, 2024 წელი დადგება, რომელთან შესახვედრადაც უამრავი ადამიანი განსაკუთრებულად ემზადება. წინასაახალწლო ფუსფუსი დაეტყოთ სააფთიაქო ქსელის GPC-ის ერთგულ მომხმარებლებსაც. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია მათ წელსაც გამორჩეული შეთავაზებებით ანებივრებს.
სოფო შარიქაძე, GPC-ის სუნამოებისა და დეკორატიული კოსმეტიკის კატეგორიის მენეჯერი:
– უპირველესად აღვნიშნავ, რომ ჩვენი სააფთიაქო ქსელისთვის 2023 წელი უამრავი სიახლით იყო დახუნძლული – დავამატეთ ახალი ბრენდები, მათ შორის ისეთები, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთანაა წარმოდგენილი და მომხმარებლების მეტი კმაყოფილებისთვის არაერთი პროექტიც განვახორციელეთ, განსაკუთრებით გამოვყოფდი „ჯიპისის კლუბს“, რომლის ღონისძიებებშიც მომხმარებელი აქტიურად მონაწილეობს.
რაც შეეხება წინასაახალწლო შეთავაზებებს, „ჯიპისი“ არც წელს ღალატობს საკუთარ მომხმარებელს და ტრადიციულად სთავაზობს მაღალ, 40-50%-იან ფასდაკლებებს თითქმის ყველა ბრენდზე, მათ შორის, ექსკლუზიურ ბრენდებზე. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს სასაჩუქრე ნაკრები ნებისმიერი სქესის, ასაკის თუ გემოვნების ადამიანისთვის, ამასთან, სასურველი პროდუქტებით თავადაც შეუძლია ააწყოს სასაჩუქრე ყუთი. წელს განსაკუთრებულად დიდი არჩევანი გვაქვს უკვე მზა სასაჩუქრე ნაკრებების კუთხით სხვადასხვა ბრენდებში, მათ შორის, ისეთებში, რომლებიც მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ მოიძიოთ და შეიძინოთ, მაგალითად, Olaplex, Estee Lauder, Clinique.
მართალია, „ჯიპისი“ მომხმარებელს სიახლეებით ყოველთვის ანებივრებს, მაგრამ წელს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ სუნამოებისა და დეკორატიული კოსმეტიკის მიმართულების განვითარებაზე. აქამდე სააფთიაქო სივრცეში სუნამოს შეძენა თითქოს უცნაური იყო, მაგრამ ახლა უკვე მომხმარებელი უფრო და უფრო აქტიურად ეტანება სუნამოებისა და დეკორატიული კოსმეტიკის სტენდს. აღნიშნულ მიმართულებას წელს დავამატეთ ფრანგული ბრენდი Adopt, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი სუნამოები 30 მილიგრამიანი ფლაკონებითაა წარმოდგენილი ჯიპისის თითქმის ყველა ფილიალში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. წინასაახალწლოდ მომხმარებელს აღნიშნული ბრენდის სასაჩუქრე ნაკრებსაც ვთავაზობთ, რომელიც მოიცავს სუნამოს, შხაპის გელს, ტანის ლოსიონს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სუნამო შეძენამდე შეგიძლიათ დატესტოთ და ისე აარჩიოთ.
რაც შეეხება სიახლეებს დეკორატიული და არადეკორატიული კოსმეტიკის მიმართულებით, ნიუანსებს ჯერ არ გავასაჯაროებ, რადგან მომხმარებელს სიურპრიზები ელის. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მომხმარებელს ჩვენს ფილიალებში ვიზაჟისტის მომსახურებას შევთავაზებთ. მაგალითად, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისის სამ დიდ ლოკაციაზე (სპორტის სასახლის მიმდებარედ, თბილისი მოლში და ი. ჭავჭავაძის გამზირის #30-ში) მომხმარებელს საშუალება ექნება დიდი ფასდაკლებით შეიძინოს Revolution-ის დეკორატიული კოსმეტიკა და მიიღოს სადღესასწაულო მაკიაჟი უფასოდ, საჩუქრად „ჯიპისისგან“, ნებისმიერი ბრენდის 30 ლარიან შენაძენზე. მომხმარებელს ვიზაჟისტის მომსახურებას ახალ წლამდე კიდევ შევთავაზებთ, სიურპრიზებსაც დავაანონსებთ და იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია არ გამოგრჩეთ, აქტიურად მიადევნეთ თვალი „ჯიპისის“ ფეისბუკ გვერდს. ფაქტობრივად, ახალ წლამდე სიახლე ყოველდღე გვექნება.
რაც შეეხება წინასაახალწლო სხვა აქტივობებს, არა მხოლოდ თბილისის, რეგიონების ფილიალებშიც ისინი არაერთი იქნება. ღონისძიებები გაიმართება როგორც სააფთიაქო სივრცეში, ისე მიღმაც. მაგალითად, ხვალ, სასტუმროში „პარაგრაფ თბილისი“, „ჯიპისი კლუბის“ ბევრი სიურპრიზით სავსე გალა ივენთს ვგეგმავთ, რომელზეც 100-ზე მეტი ჩვენი ერთგული მომხმარებელი უკვე დარეგისტრირდა.
ასე რომ, გელოდებით „ჯიპისის“ ფილიალებში, ისარგებლეთ ფასდაკლებით, ისიამოვნეთ შოპინგითაც (ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონსულტანტების კომპეტენციას) და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პროცესი თქვენთვის დაუვიწყარი იქნება.