ყველაზე ძვირადღირებული „Supra” 2 მილიონი დოლარი ღირს, თუმცა მისი ყიდვა არ შეიძლება. GR Supra Racing Concept-ის აწყობა Toyota-ს 2 მილიონი დოლარი დაუჯდა, შესაბამისად მოდელი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მოდიფიკაციაა. ამასთან, სუპერქარის კონცეპტი მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს და ავტომწარმოებელი მის გაყიდვას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ კუპეს პრემიერა ჟენევის ავტოსალონზე შედგა და მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი -ძარა და აეროდინამიკური ელემენტები გახდა. მალევე ბრენდმა „სუპრას“ სარბოლო ვერსია Nascar წარმოადგინა. ასეთი ავტომობილები Xfinity Series დივიზიონში გამოვლენ და მათი საჯარო დებიუტი 16 თებერვლისთვისაა დაგეგმილი. საგზაო Toyota Supra BMW Z4-ის პლატფრომაზეა აგებული და მან 3 ლიტრის მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავი მიიღო. სპორტქარს 340 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და როგორც ვარაუდობენ, პირველ „ასეულს“ ის 4,5 წამში აკრეფს. სპოტქარის საბაზისო ძრავი 2 ლიტრის მოცულობის იქნება და მას 265 ცხენის ძალის სიძლიერე ექნება.
