LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრეის ჰოპერის 2024 წლის ტექნოლოგიური ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია!

461
გრეის ჰოპერის ჯილდო

თიბისის ორგანიზებით, გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი.

ხუთ ნომინაციაში ჯილდო იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს გადაეცათ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან.

გამარჯვებულები:

  • ტექ ლიდერი – ნათია სირბილაძე
  • აღმოჩენა ახალ თაობაში – ანასტასია კვინიკაძე
  • გამორჩეული მეცნიერი –  თინათინ კახნიაშვილი
  • ინოვაციური ტექ პროდუქტი – Elven Technologies
  • ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის – Leavingstone

გამარჯვებულები მიიღებენ 10 ათას ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც მრავალფეროვნების წახალისებას შეუწყობს ხელს.

ტექნოლოგიური ჯილდოს პარტნიორები არიან: USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციის და მედეგობის (CIDR) პროგრამა, VISA, LINEATE, UGT, MAJOREL, UN WOMEN, TEGETA, TEGETA CARS.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები