ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს, „გრემის“ ნომინანტები დასახელდნენ. სიას „ბიბისი“ აქვეყნებს.
ნომინაციების რაოდენობით ლიდერი ჯაზის შემსრულებელი, ჯონ ბატისტია, ის 11 კატეგორიაშია წარდგენილი. ასევე, ჯასტინ ბიბერი, H.E.R და Doja Cat გამარჯვებისთვის 8 ნომინაციაში იბრძოლებენ, ოლივია როდრიგო და ბილი აილიში კი 7 კატეგორიაში არიან წარდგენილები. აღსანიშნავია, რომ რეპერმა ჯეი-ზიმ 3 ნომინაცია დაიმსახურა, კარიერის განმავლობაში მიღებული ნომინაციების რაოდენობა 83-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც „გრემის“ ახალი რეკორდსმენი გახდა.
ნომინანტთა სიაში ასევე ვიხილავთ, „სილკ სონიკს“, დუა ლიპას და ასევე ლეგენდარულ Abba-ს ცოტა ხნის წინ გამოსული სიმღერით, I Still Have Faith In You.
ცნობისთვის, დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის 31 იანვარს გაიმართება. სრული სია იხილეთ აქ
გაიხსენეთ „გრემის“ 2021 წლის გამორჩეული მოვლენები.
80 წლის რინგო სტარი „გრემიზე“ პატარა ბიჭს ჰგავდა
ტყავის ორეული შიშველ სხეულზე და ბეწვის შარფი – ჰარი სტაილზის გლამურული პერფორმანსი „გრემიზე“