LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ გეგელია: „იმ ფონზე, როცა რეგიონში უმძიმესი ვითარებაა და ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელიც აზიანებს ყველა ქართველის ეროვნულ ინტერესებს, ცხადია, აშშ-ის მეტი ჩართულობა მისასალმებელია“

132
გრიგოლ გეგელია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო კომუნიკაციას ეხმაურება.

გრიგოლ გეგელიას თქმით, იმ ფონზე, როდესაც რეგიონში არის უმძიმესი ვითარება და ქვეყანაში არის ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისი, ამერიკის შეერთებული შტატების მეტი ჩართულობა მისასალმებელია.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ გასული წელიწად ნახევრის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად მოუწოდებდა რეჟიმს კონკრეტული ტიპის ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც იყო დაწესებული ერთგვარ ფასად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, დასტაბილურდეს ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის.

ეს არის ის პოლიტიკური ფასი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს კონკრეტული ნაბიჯების სახით, სტაბილიზაციისთვის და, რა თქმა უნდა, რუბიოს ზარი მოასწავებს იმას, რომ ამ მიმართულებით არის წიაღსვლა, რადგან აშშ-ს გააჩნია ძალიან კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ რომელი რეჟიმი რა ტიპის ქმედებებს უნდა ეწეოდეს იმისთვის, რომ ამერიკას ჰქონდეს მათთან სტაბილური ურთიერთობები“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

🔻💬 ამერიკული მხარისთვის ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ მზად ვართ, ურთიერთობები ახალ ეტაპზე ავიყვანოთ და პროცესი სუფთა…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 31 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g