LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

65
გრიგოლ გეგელია

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ „ლელო საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს. როგორც „პირველ არხთან“ საუბრისას გეგელიამ აღნიშნა, „ლელო“ საერთო ოპოზიციურ პროტესტში აქტიურად იქნება ჩართული, რათა სახელმწიფო განუკითხაობისგან დაიხსნან.

„ყველა სხვა კრიტიკული მიმართულებით, რომლითაც, ბუნებრივია, გრძელდება საერთო ოპოზიციური პროტესტი, ვიქნებით ჩართულები აქტიურად, მშვიდობიან, თუმცა ძალიან მტკიცე, ძალიან ხმამაღალ ბრძოლაში ბოლომდე, რათა დავიხსნათ სახელმწიფო განუკითხაობისგან. ჩავერთვებით ბრძოლაში იმისთვის, რომ არჩევნების იდეა დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, მიტაცებული ხმები დავაბრუნოთ, რომ საგარეო კაპიტულაცია დასრულდეს. საქართველოს ბელარუსიზაცია და პუტინიზაცია დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს და კოვიდგენოციდი უნდა გადაიჭრას, რაც შეიძლება დროულად“,- განაცხადა გეგელიამ.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა სასიკეთო ნაბიჯია, რომელიც, გეგელიას თქმით, ხელს შეუწყობს სიტუაციის მეტ სტაბილიზებას.

„ეს არის კარგი და ძალიან მიხარია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მიხარია, რომ მოშიმშილეებმა შეწყვიტეს შიმშილი, რადგან არავის შიმშილი არ არის კარგი, სასიამოვნო თუ სასიკეთო ვინმესთვის. ეს არ იყო სასიამოვნო სანახავი და იყო ძალიან საშიში პროცესი მოშიმშილეებისთვის. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ეს მოხდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ შემდეგი კრიტიკული მიმართულებებით, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს მიმართულებით, ისევე როგორც სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის არჩევნები, ჩვენ ასევე მივაღწიოთ ძალიან ხელშესახებ შედეგს, რასაც საზოგადოება მოელის ჩვენგან“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g