LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილს: პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!

470
Untitled design (4)

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება“, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი ეხმაურება.

კარასინი სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ აცხადებს, რომ „პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია“. მისი განმარტებით, „უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის“.

„პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო! რატომ არ ახსენოთ ამ შემთხვევაში უფრო შორეული სამიზნეები – გერმანია, შვეიცარია თუ მალტა? განა ადვილი არ არის იმის გახსენება, „ცივი ომის“ დასრულების და იმ დაპირების შემდეგ, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა როგორ დაიწყო ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურმა ბლოკმა და მისმა საცეცებმა არასამთავრობო სტრუქტურების სახით ნახტომებით რუსეთთან მიახლოება. მათ უკვე დახურეს მჭიდრო რგოლი ჩვენი ქვეყნის გარშემო. უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ამის მიზნებიც ნათელია. ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავის შეშინება!“ – განაცხადა კარასინმა.

მანამდე კარასინმა სალომე ზურაბიშვილს „უცნაური პოლიტიკოსი“ უწოდა. მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა „ვაშინგტონში მკაცრი მითითებები მიიღო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g