LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრინსერვის+“-ის კონტრაქტორი კომპანია – „შავ სიაში მოხვედრა და ერთი რაღაცა დანაშაული იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შიმშილით მოვკდე და აღარ ვიმუშაო?“

669
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (75)

„გრინსერვის+“-ის კონტრაქტორი შპს „სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო“ შავ სიაში 2022 წლის აპრილიდან არის შეყვანილი.

კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 ინსპექტირებიდან 5 ჩაატარა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაშია.

კომპანიის დირექტორს, ზურაბ ამირანაშვილს „TV პირველი ესაუბრა“.

„ჩვეულებრივი დამკვეთი იყო გრინსერვის+, გვიკვეთავდა ექსპერტიზას და ვუსრულებდით, მეტი არაფერი. ბოლო ერთი თუ ორი დასკვნა ჩაატარეს სხვებმა.

ჩვენ ჩავატარეთ მხოლოდ დემონტაჟის სამუშაოებზე ექსპერტიზა, მერე რაღაც ბეტონების სამშენებლო სამუშაოები იყო, ანუ ბეტონები ჩაასხეს და მაგაზე ჩავატარეთ.

ელექტროობის ნაწილზე რომ გადავიდნენ, ჩვენთან აღარ მოვიდნენ, უკვე სხვაგან წავიდნენ“, – აცხადებს ზურაბ ამირანაშვილი.

მისივე თქმით, რა დროსაც ისინი მუშაობდნენ შადრევანზე,  იმ ეტაპზე ელექტრობა არ იყო“.

დოკუმენტის მიხედვით, „სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 420 000 ლარის ღირებულების ტენდერში 2022 წლის თებერვალში ექსპერტად წარადგინა ადამიანი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. 

„შავი სია მიკრძალავს უბრალოდ ტენდერებში მონაწილეობას, თორემ ფიზიკურ პირს და ჩვეულებრივ იმასთან პრობლემა არა მაქვს“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა „TV პირველთან“.

ის აცხადებს, რომ „შავ სიაში მოხვედრა და ერთი რაღაცა დანაშაული იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შიმშილით მოვკდე და აღარ ვიმუშაო?“

ზურაბ ამირანაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ მოხვდა გარდაცვლილი ექსპერტის ხელმოწერა სატენდერო დოკუმენტაციაში:

„სანამ ცოცხალი იყო, გადმოგზავნილი ჰქონდა მეილზე ფაქსიმილია და დავადეთ ის“

ჟურნალისტი: გარდაცვლილი ადამიანის ხელმოწერა რატომ დაადეთ დოკუმენტს?

დირექტორი: იმიტომ, რომ ვურეკავდით და არ გვპასუხობდა.

ჟურნალისტი: მისი თანხმობა არ გქონიათ, რომ ის ექსპერტიზას ჩაატარებდა?

დირექტორი: არა.

კომპანიის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ჩვეულებრივად აგო პასუხი. კომპანია შავ სიაშიც მოხვდა, გაასამართლეს და აკრედიტაციაც გაუუქმეს“.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე თემაზე:

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

magti 5g