6 იანვარს გორიდან თბილისის კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულების დიაგნოზით შემოყვანილი 28 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმღები სამედიცინო დაწესებულება განცხადებას აკეთებს, სადაც ნათქვამია, რომ გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა. ამასთან, მდგომარეობის დამძიმება პაციენტის ქრონიკულმა დაავადებამ გამოიწვია.
“გერმანული ჰოსპიტალის” ხელმძღვანელის ეკატერინე ლორიას განმარტებით, ახალგაზრდა ქალი მათთან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა, აღენიშნებოდა ცხელების ეპიზოდებიც და სახლის პირობებში, საკუთარი ინიციატივით იღებდა ანტიბიოიტიკებს.
„პაციენტი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში 6 რიცხვში გორის ჰოსპიტალიდან უმძიმეს მდგომარეობაში, სუნთქვის მწვავე დიაგნოზით. ეს არ იყო ვირუსული ინფექციით გამოწვეული გარდაცვალება. მცირე დრო დაჰყო კლინიკაში. არსებობს ვარაუდი, რომ არის რაღაც დაავადება, რომელიც ქრონიკულად იყო შეფასებული. დრო არ იყო საკმარისი, რომ განგვესაზღვრა კონკრეტული მიზეზი“, – განმარტა ეკატერინე ლორიამ.
პაციენტის გრიპის ვირუსის დიაგნოზის დადასტურება ვერ მოხერხდა, რადგან ოჯახის წევრებმა დიაგნოსტიკის მიზნით ანალიზების აღებაზე უარი თქვეს.
„გრიპის ვირუსი ყოველ წელს ყველა ქვეყანაშია, ჩვენც როგორმე გადავიტანთ“ – ჯანდაცვის მინისტრი