LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, აღარ განიხილოთ“ – პაპუაშვილმა ე.წ „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან გამოიწვია

177
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს, რომ ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ პარლამენტის მიერ გაგზავნილი კანონპროექტები აღარ განიხილონ.

მამუკა მდინარაძე: კანონი ჩავარდება – სპეკულაციები უნდა მორჩეს

შალვა პაპუაშვილის მიერ კლერ ბაზისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„თქვენო აღმატებულებავ, რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი.

შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ქალბატონო პრეზიდენტო, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“, – აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის წერილში.

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ გაიწვიეს კანონპროექტი – „მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი…“

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

magti 5g