LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, გააგებინოთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს, თუ გყავთ ახალგაზრდა 18-დან 22 წლამდე, ვისაც აქვს კარგი საოპერო ხმა“ – რა მიმართვას ავრცელებს პაატა ბურჭულაძე

279
პაატა-ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძის ვოკალური სტუდია და ფონდი “იავნანა” შესარჩევ მოსმენაში მონაწილეობისთვის ახალგაზრდებს მიმართავს და მოუწოდებს გამოიყენონ აღნიშნული შანსი. ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“მინდა მივმართო ყველას, ვინც გვისმენს.

მეგობრებო, გთხოვთ, გააგებინოთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავებს, რომ თუ გყავთ ახალგაზრდა 18-დან 22 წლამდე, ვისაც აქვს კარგი საოპერო ხმა, მე ვაძლევ მას საშუალებას მოვიდეს ჩემს საოპერო სტუდიაში, რომელიც შევქმენი.

თუკი საჭირო გახდა დავუფინანსებთ ცხოვრების ხარჯებს. სტიპენდიასაც დავუნიშნავთ.

სექტემბრის თვეში საქართველოს ქალაქებში იქნება მოსმენა.

მინდა საქართველოსთვის აღვზარდო კარგი საოპერო მომღერალი. მე მაქვს ამის საშუალება და ამას სიამოვნებით გავაკეთებ. ერთი ორი ადამიანი მაინც აუცილებლად უნდა გამოჩნდეს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g