„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლის მონაწილეობით, პირველი ვიდეო გამოაქვეყნა. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
კადრებში ნაჩვენებია, რომ ახალგაზრდა ქალს ხელზე სახვევს უკეთებენ.
ქალი ამბობს, რომ 21 წლისაა და ღაზაში იმყოფება.
The Times of Israel-ის ინფორმაციით, მია შემი „ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზის სექტორის საზღვართან მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს. მათივე ცნობით, მია შემს ისრაელისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
ქალის მეგობრებმა და ნათესავებმა დაადასტურეს, რომ ვიდეოში ნამდვილად მია შემია.
ის ასევე ჰყვება, რომ მას 3 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ის აუცილებელ მედიკამენტებს იღებს.
„გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დამაბრუნოთ სახლში, ჩემს ოჯახთან, მშობლებთან, ძმებთან და დებთან,“– ამბობს ვიდეოში მია შემი.
ასევე იხილეთ:
ისრაელის თავდაცვის ძალები: ჩრდილოეთ ღაზა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა