LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, თუ ამ ადამიანს დაინახავთ, დაგვიკავშირდეთ.. უშედეგოდ ვეძებთ.. ოჯახიც, პოლიციაც, სტუდნტებიც, მეგობრებიც“ – უკვე მეოთხე დღეა, რაც თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ

184
გიორგი გახელაძე

უკვე მეოთხე დღეა, რაც თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ის სახლიდან 19 ივნისის დილას გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით პროფესორი ბოლოს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მეგი კავთუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ყურადღებით ყოფნას სთხოვს.

„მეგობრებო, ქუჩებში, ეზოებში, ტრანსპორტში, თბილისში თუ რეგიონებში, სადაც ხართ, გთხოვთ ყურადღებით დააკვირდით ხალხს და თუ ამ ადამიანს დაინახავთ დაგვიკავშირდეთ.

გიორგი ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი და თანამშრომელია. უწესიერესი ადამიანი, 3 შვილის მამა, განათლების დიდი ქომაგი და მასწავლებლების მასწავლებელი.

3 დღეა უშედეგოდ ვეძებთ. ოჯახიც, პოლიციაც, სტუდნტებიც, მეგობრებიც. ხალხის დახმარება შეიძლება იყოს გადამწყვეტი. ამიტომ ძალიან გთხოვთ. უბრალოდ, ყურადღებით დააკვირდეთ ხალხს იქ სადაც ხართ.

განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ამ ქუჩებზე მცხოვრებლები:

“მუშტაიდის” მიმდებარედ;

ლარსის ქუჩა, ვერაზე;

ბუდაპეშტის ქუჩა; წერეთელზე, სკოლის მახლობლად; კომაროვის მიმდებარედ.

უნდა ვიპოვოთ ეს ძვირფასი ადამიანი.

პოსტიც გააზიარეთ 🙏

ტელეფონის ნომერი, სადაც უნდა დარეკოთ, თუ შენიშნავთ 599311090“, – წერს მეგი კავთუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები