LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუბერნატორებმა, გახარჯული ბენზინის მიხედვით, დედამიწას სამჯერ შემოუარეს – IDFI – ის დასკვნა

171
world

რეგიონების გუბერნატორების გავლილი მანძილი და გახარჯული ბენზინი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ დათვალა და დაადგინა, რამდენს მოძრაობენ ისინი სამსახურებრივი ავტომობილებით და რა უჯდება სახელმწიფოს მათი გადაადგილება. შედეგების მიხედვით კი გამოდის, რომ რეგიონების ხელმძღვანელებმა დედამიწას უკვე რამდენჯერმე შემოუარეს.

მაგალითად, IDFI – ის ინფორმაციით, სამეგრელოს გუბერნატორმა ორი წლის განმავლობაში 133 ათასი კილომეტრი გაიარა. მას ცოტათი ჩამორჩება სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორი, რომელმაც 2017-2018 წლებში 126 ათასი კილომეტრი გაიარა. ეს კი, დაახლოებით, იმდენია, დედამიწას ეკვადორის მარშრუტით წრე რომ სამჯერ შემოარტყა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აქ კორუფციის ნიშნები იკვეთება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g