საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროებაა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე. რის გამოც 25 თებერვლის მსგავსად, აღნიშნულ მონაკვეთზე 26 თებერვლის დღის 14:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.