გუდაურის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე Gudauri Official დამსვენებლებისთვის სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს. როგორც განცხადებიდან ჩანს, ამინდის გაუარესების გამო საავტომობილო გზებზე გარკვეული რეჟიმები წესდება, გარდა ამისა, გვერდის ადმინისტრატორები გუდაურში მყოფ პერსონალსა და დამსვენებლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
“გთხოვთ ყურადღებას !!!
გუდაურის სასტუმროების და ჰოსტელების მეპატრონეებს, დამსვენებლებსა და ვიზიტორებს!!!
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამინდის გაუარესების გამო ამ დროისათვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე,მოძრაობა შეზღუდულია ,ასევე აღნიშნულ მონაკვეთებზე ზვავსაშიშროებაა, თუმცა, ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის პირობებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ მიზეზით,ზოგიერთ მონაკვეთზე დაწესებულია შეზღუდვები.
მთის კურორტების კომპანიის სახელით, გუდაურის სასტუმროების მეპატრონეებს გთხოვთ, ყურადღება და ენერგია არ დაიშუროთ ჩვენი დამსვენებლების მიმართ. გამოიჩინეთ გულისხმიერება და ერთობლივი ძალებით, შეთანხმებულად, დავძლიოთ ყველა პრობლემა ამინდის გაუარესების შემთხვევაში.(მოიმარაგოთ პირველადი დახმარების ნივთები ).
24 საათის განმავლობაში თქვენს განკარგულებაში გვიგულეთ და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით გუდაურის მთის მართვის სერვის ცენტრში. ასევე ფბ-ს საშუალებით შეგვატყობინეთ პრობლემის შესახებ.
აქვე, 112 საშუალებით დაუკავშირდით შსს სამინისტროს გუდაურის პოლიციის განყოფილებას, სამედიცინო პუნქტს ,,Gudauri Emergency”-ს.
მადლობა, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!!!” –