LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს

369

ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, განუცხადა.

თალაკვაძის ინფორმაციით, თავდაპირველად 8 ადამიანის დაშავების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით სამედიცინო დახმარების ცენტრს სამმა პირმა მიმართა.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, თბილისში ამ დროისთვის გადაყვანილია 7 ადამიანი.

ამ ეტაპზე სულ 7 ადამიანია გადაყვანილი თბილისში, 1 ადამიანი ვერტმფრენით გადააფრინეს, ხოლო დანარჩენები რეანომობილით გაემგზავრნენ. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ორსულად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ნაყოფს, ამას დიაგნოსტიკა დაადგენს და ამის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

mazda magti 5g